ქემოკლიძის საქმე – გამოკითხვა სასამართლოში

12:01, 12.10.2025

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. დავით ჯანდიერი საქალაქო სასამართლოში სამი ადვოკატის თანხლებით მივიდა. მან ბაჩიაშვილის სავარაუდო ცემის ინსცენირებაში რაიმე ჩართულობა უარყო და თქვა, რომ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს არ იცნობს. შეგახსენებთ, გამოძიების ვერსიით, ქემოკლიძე დაკავშირებული იყო ბაჩიაშვილთან და მათ ერთად დაგეგმეს მისი ცემის ინსცენირება. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, ქემოკლიძემ ორჯერ წაშალა საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც.

მსგავსი