საჯარო მიმართვა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ – საერთაშორისო მედია უელსის პრინცესას ვიდეორგოლმა მოიცვა. სიმსივნესთან მებრძოლი ქეით მიდლტონი საზოგადოებას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ უამბობს. ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთის მომავალმა დედოფალმა ქიმიოთერაპიის კურსი უკვე დაასრულა. მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეორგოლში მიდლტონი მკურნალობის პროცესში ოჯახის წევრების განსაკუთრებულ მხარდაჭერაზეც საუბრობს.
ბოლოს უელსის პრინცესა საჯაროდ ივნისში, მეფის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოჩნდა. მნიშვნელოვანი გზავნილებით სავსე ვიდეორგოლიდან გავიგეთ ისიც, რომ უახლოეს მომავალში ქეით მიდლტონი სამეფო ოჯახის აქტივობებში ჩართვას აპირებს.