ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა, რის გამოც, მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. მეხანძრე-მაშველებმა  სახლში ქალის ცხედარი იპოვეს. მიმდებარე ბინებიდან შვიდი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.