ქართული ფილმის პრემიერა ბერლინალეზე

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

ფილმი სექცია „პანორამაში“ იყო წარმოდგენილი. ეს არის ფესტივალის ერთ-ერთი ძირითადი პროგრამა, სექცია თამამი ფილმებისთვის. „ჰორიზონტი“ ყოფილი ცოლ-ქმრის, ანასა და გიორგის ისტორიაზე გვიამბობს.

საქართველოსა და შვედეთის ერთობლივ ფილმში ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოქროშიძე მონაწილეობენ.