ქათამაძის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ქათამაძე ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. მოსარჩელე მხარის განცხადებით, დაკავებულს თურქეთში გაძევების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა მოპასუხე მხარე. მიგრაციის სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით თემურ ქათამაძეს თურქეთში საფრთხე არ ემუქრება და აღნიშნული დაკავებულის სუბიექტური აზრია. შეგახსენებთ, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.