ქართველთა წარმატება უნივერსალურ ბრძოლებში

უნივერსალურ ბრძოლებში მოსკოვში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა სამი სინჯის მედალი მოიპოვეს. ტურნირში 35 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ მებრძოლები. ოქროს მედლის მფლობელი გახდა გიორგი კობაიძე. მეორე საპრიზო ადგილი სოსო ნიჟარაძემ დაიკავა. ბრინჯაოს მედალი სოსო იარაჯულს ერგო. მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა.