„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“
ფილმი ეხება XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში, როგორც იმპერიის განაპირა პროვინციაში, მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაში წამოწყებულ საგანმანათლებლო მოძრაობას. საზოგადოებამ დაარსა სკოლები, ბიბლიოთეკები, შექმნა სახელმძღვანელოები და ა.შ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, განათლების გავრცელების გარდა, საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო საზოგადოების შექმნას.

ამ ორგანიზაციის ოთხი აქტიური წევრი ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

ავტორი – ნინო ჩუტკერაშვილი,რეჟისორი – გიორგი მოლოდინაშვილი.
დატოვე კომენტარი