ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა 

18:42, 25.09.2026

ლევილში, ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. იმსჯელეს ლევილის მამულის რეაბილიტაციის, მართვის, განვითარების და სამომავლო საქმიანობის  საკითხებზე. მმართველი საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომლის მიზანია ლევილის მამულის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მიმართულებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია.  ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სხდომას  საქართველოს კულტურის მინისტრი ხელმძღვანელობდა.

მსგავსი