ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესი

თბილისში კავკასიოლოგიის საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა. ღონისძიება აკადემიკოსს თამაზ გამყრელიძისა და მარიამ ლორთქიფანიძის ხსოვნას მიეძღვნა. მოხსენებების მოსმენა თბილისის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაშია შესაძლებელი. კონგრესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნით დღეს, 5 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.