ქართველოლოგიის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმი ათენში 

22:02, 16.10.2026

„საქართველო და გარე სამყარო საუკუნეთა გასწვრივ“ – ათენი ქართველოლოგიის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს.

ღონისძიება აერთიანებს საქართველოს ისტორიის, ენის, ლიტერატურისა და კულტურის მკვლევარებს და ხელს უწყობს ქართველოლოგიური კვლევების წარმოჩენასა და განვითარებას. სიმპოზიუმში სხვადასხვა ქვეყნიდან 50-ზე მეტი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს. სიმპოზიუმის მიზანია, ქართველოლოგიის დარგში თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენა, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებს შორის სამეცნიერო დიალოგის გაღრმავება.

მსგავსი