ქართველმა სამხედროებმა სამმხრივ სწავლება ETERNITY 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართველმა სამხედროებმა სამმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სამეთაურო-საშტაბო წვრთნა ბაქოში ჩატარდა და მასში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ ჩართული. აღნიშნული მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის, ასევე რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვას. ასევე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას. სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ქვეყნების მონაცვლეობის პრინციპით 2 000 წლიდან იმართება. წელს ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა.