ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში შობა იზეიმეს

დღესასწაული იზეიმეს ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში. საზეიმო წირვა-ლოცვა 31-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონ ზივზივაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

საზეიმო წირვას საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.