ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანელი სამხედროები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს

15:10, 22.04.2018

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანელი სამხედროები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

31-ე ბატალიონის მეთაურმა და შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პატრულირებისას და სწავლებებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ასევე ქართულ ქვედანაყოფთან მჭიდრო თანამშრომლობისათავის, ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედროებს მადლობა გადაუხადეს და სიგელებით დააჯილდოვეს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანელ სამხედროებს მოტორიზებული პატრულისა და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს სისტემატურად უტარებენ.

მსგავსი