ქართველმა ალპინისტმა უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა

12:35, 22.09.2026

პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქართველმა ალპინისტმა უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა. ლევან მოსაშვილმა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პროექტის, „შენი მწვერვალის“ ფარგლებში, უშბის ჩრდილოეთ წვერზე სოლო ასვლა განახორციელა. რუსთაველ მთამსვლელს ანალოგიური მარშრუტი ადრე სამკაციან ჯგუფთან ერთად ჰქონდა გავლილი, ამჯერად კი – ყველაფრის დამოუკიდებლად შესრულება გადაწყვიტა. მოსაშვილის ექსპედიცია ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა და წარმატებულად დასრულდა.

მსგავსი