ქართველი ტურისტები დოჰადან გამოფრენას ელოდებიან

დოჰაში იმყოფებიან ქართველი ტურისტები, რომლებიც აეროპორტების გახსნამდე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ისინი ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა, ბიძგები კი აფეთქების ეპიცენტრიდან 30 კმ-ის დაშორებით მყოფ სასტუმროშიც იგრძნობოდა. როგორც ირკვევა, ტურისტულ კომპანიას აქტიური კონტაქტი აქვს საქართველოს საელჩოსთან კატარში, თუმცა ტურისტებმა ამ დრომდე არ იციან როდის დაინიშნება ფრენა საქართველოს მიმართულებით. ერთ-ერთ სასტუმროში ახლა 200-ზე მეტი ქართველი იმყოფება. მათი თქმით, ამ ეტაპზე როგორც მათ, ისე მოსახლეობას შეზღუდული აქვს საცხოვრებელი შენობების დატოვება.