ქართველი სტუდენტები სასწავლო-სამუშაო პროგრამით კორპორაცია Meta-ს შეუერთდებიან
ქართველი სტუდენტები ლუკა ბუსკივაძე, ლუკა მუშკუდიანი და ლუკა გურგენიძე 2022 წლის მაისიდან 12-კვირიანი სასწავლო-სამუშაო პროგრამით შეუერთდებიან უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაცია Meta-ს. კორპორაცია მოიცავს ყველასთვის კარგად ნაცნობ სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს: Facebook, Instagram, Whatsapp.
ლუკა გურგენიძე და ლუკა ბუსკივაძე კომაროვის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას ვანდერბილტის უნივერსიტეტში განაგრძობენ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატების ტოპ 15 სასწავლებელს შორისაა, აღნიშნულ უნივერსიტეტში უკვე ოთხი ქართველი სტუდენტი სრული დაფინანსებით სწავლობს.