ქართველი სტუდენტები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში

ქართველი ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ისწავლიან. ჩვენს რეპორტაჟში გაიცნობთ იმ წარმატებულ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც რამდენიმეეტაპიანი საგამოცდო საფეხურის გადალახვის შემდეგ, სრული დაფინანსებით მოხვდნენ საერთაშორისო უნივერსიტეტებში. მათი მთავარი მიზანი უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღება და შეძენილი ცოდნის სამშობლოში რეალიზებაა.

რა უნარებია აუცილებელი იმისთვის, რომ მაღალი კონკურენციის პირობებში, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრო – ინტერვიუ ზუგდიდელ ახალგაზრდებთან, რომლებიც ახლა ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტების სტუდენტები არიან.