ქართველი სამხედროები ავღანეთში

მეორე ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთშია. შემადგენლობას, ბაზა „მარმალზე“, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლობა და მესამე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობა დახვდა. სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ოფიციალურად ჩაერთვებიან უახლოეს დღეებში. ქვედანაყოფის ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება.