„ქართველი პოეტები აფხაზეთზე“ - ონლაინ სპექტაკლი

აფხაზეთის დღე განსხვავებული ონლაინ წარმოდგენით აღნიშნა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრმა. ვიდეოსპექტაკლში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისადმი მიძღვნილი, ქართველი პოეტების 16 ლექსი, 16-მა მსახიობმა წაიკითხა. ახლგაზრდა თაობასთან ერთად, წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც წლების წინ, მაყურებლისთვის სოხუმში იდგნენ თეატრის სცენაზე.

23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნება