ქართველი პარაძალოსნების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

დასასრულს უახლოვდება ევროპის ღია ჩემპიონატი პარაძალოსნობაში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. დღეს მძიმე წონოსანთა ასპარეზობა გაიმართა, სადაც ევროპის ჩემპიონი აკაკი ჯინჭარაძე გახდა, ვიცე-ჩემპიონის ტიტული კი გიორგი ლაცაბიძემ მოიპოვა. ჯამში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე რვა მედალი მოიპოვა. საქართველოს დედაქალაქს 33 ქვეყნის 300-მდე  წარმომადგენელი ესტუმრა. ჩვენი ნაკრები 29 პარა ძალოსანით არის წარმოდგენილი. ევროპის ღია ჩემპიონატი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით ტარდება.