ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე
ქართველი მოსწავლეების მორიგი წარმატებული ასპარეზობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ – ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებმა ტაშკენტიდან სამშობლოში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და სიგელები ჩამოიტანეს.
დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნიდან 400-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. საქართველოს ოლიმპიადაზე ოთხი მოსწავლე წარმოადგენდა. უზბეკეთში მიღებული ჯილდოები მათთვის პირველი არ არის. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველო 30 წელია მონაწილეობს, თუმცა წლევანდელი შედეგები გამორჩეულია.