ქართველი მოსწავლეების წარმატება ევროპის ოლიმპიადაზე

21:48, 29.04.2026

კომაროვის და ვეკუას ფიზიკა-მათემატიკის სკოლების მოსწავლეები ევროპის მათემატიკური ოლიმპიადიდან ოთხი მედლით ბრუნდებიან – მათ შორის ერთი ოქროა.

ტურნირი ვილნიუსში ჩატარდა. მოსწავლეებს უნდა ამოეხსნათ თითო ამოცანა ალგებრიდან, გეომეტრიიდან, კომბინატორიკიდან და რიცხვთა თეორიიდან. ოლიმპიადაზე 21 ქვეყნის 23 გუნდი მონაწილეობდა. საქართველო საპრიზო სამეულს ქულების მცირე რაოდენობით ჩამორჩა. მსოფლიოს მასშტაბით მათემატიკის ოლიმპიადებში ჩვენი ქვეყანა 1993 წლიდან მონაწილეობს. წელს მსგავსი კონკურსი შანხაიში იმართება. ქართველი მოსწავლეები შედეგის გაუმჯობესებას სწორედ ჩინეთში შეეცდებიან. ქართველი ახალგაზრდების წარმატების შესახებ.

მსგავსი