ქართველი მოსწავლეები ცერნში

შვეიცარიაში, ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციაში  ვიზიტის ფარგლებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული ქართველი  მოსწავლეები და მათი პედაგოგები ცერნში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.

მეცნიერებმა მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს იმაზე თუ, როგორ მოხვდნენ ცერნში, რას საქმიანობენ ამჟამად და რა წვლილი შეაქვთ თანამედროვეობის  ერთ-ერთ უდიდეს ექსპერიმენტში.

ცერნში მოსწავლეები ექსპერიმენტსაც გაეცნენ, რომელიც 90 მეტრის სიღრმეზე სპეციალურად საქართველოს დელეგაციისთვის გამართა ქართველმა მეცნიერმა, ლექსო მესტვირიშვილმა.