ქართველი მოქანდაკე ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქე გახდა

ქართველი მოქანდაკის, გიორგი შხვაცაბაიასთვის ოლიმპიის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საზეიმო შეხვედრა გაიმართა საბერძნეთში.

ღონისძიებას დაემთხვა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების ტრადიციული ცერემონია. სწორედ  ქალაქის ცენტრშია აღმართული გიორგი შხვაცაბაიას ბრინჯაოს ცნობილი ქანდაკება „მშვიდობის ჩირაღდანი,“ რომელიც 1992 წლის 5 ივნისს დაიდგა. ღონისძიებას საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.