ქართველი მოხალისეები უკრაინაში

ურთულესია უკრაინის ქალაქებში დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობა. მათი დიდი ნაწილი თავს სარდაფებს აფარებს და დახმარების იმედად არის დარჩენილი. ომით დაზარალებულთა დიდ ნაწილს აღარ აქვს საცხოვრებელი სახლი, საკვები, ტანსაცმელი, მედიკამენტები. მათზე მოხალისეები ზრუნავენ, რომლებიც მეგობარ უკრაინელებს გასაჭირში არ ტოვებენ. მოხალისეებს შორის კი არიან ქართველებიც, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უკრაინელი ჯარისკაცების და გადარჩენილი მოქალაქეების საკვებით მომარაგებაზე ზრუნავენ. კიევში მდებარე ქართულ რესტორანში ხაჭაპური ახლა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის მზადდება.