ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

ქართველი მოჭიდავეების სრული ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე.

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე, 23 წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა, აქედან ოთხი ოქრო და ერთი ბრინჯაო.

ჩემპიონები გახდნენ ნუგზარ წურწუმია, ლევან ქავჟარაძე, გურამ ხეცურიანი და ზვიად პატარიძე.

ბრინჯაოს მედალი ბექა მამუკაშვილმა მოიპოვა.

დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ოთხი მედლის აღება შეუძლია.

ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ რამაზ ზოიძე და გიორგი მელია. ბრინჯაოსთვის კი ირაკლი ძიმისტარიშვილი და გიორგი კურტანიძე იჭიდავებენ.