ქართველი მხატვრების ნამუშევრები ლონდონის პრესტიჟულ აუქციონზე

22:01, 18.11.2026

თითქმის სამი საუკუნის წინ დაარსებული და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სააუქციონო სახლი ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრებს წარმოადგენს.

შერჩეულია სხვადასხვა პერიოდის ხელოვანის ჯამში 18 ნამუშევარი, რომლებიც ლონდონის ბონამის აუქციონზე გაიგზავნა. ნახატების გაგზავნას წინ რამდენიმეთვიანი შესარჩევი პროცესი უძღოდა, რომელშიც ხელოვნებათმცოდნეებიც იყვნენ ჩართულები. ბრიტანული და ევროპული ხელოვნების აუქციონზე მოსახვედრად მკაცრი მოთხოვნების და კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო.

პრესტიჟული აუქციონზე წარდგენილი ნამუშევრების რამდენიმე ავტორთან მოამბემ ინტერვიუ ჩაწერა. სააუქციონო სახლი ბონამი 1793 წელს ლონდონში დაარსდა. კომპანია, წლის განმავლობაში 400-მდე აუქციონს მართავს. ქართველი არტისტების ნამუშევრების, ბონამის აუქციონზე წარდგენა, კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართული კულტურა მსოფლიომ გაიცნოს.

მსგავსი