ქართველი მხატვრების ექსპოზიცია ბაზელში

18:47, 28.03.2025

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა მიმდინარეობს.

გამოფენაზე სახელწოდებით „თბილი-სი დრო“ 20 მხატვრის, 38 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარია წარმოდგენილი. ექსპოზიცია ახალგაზრდა ხელოვანთა გილდიის, „სინდიკატი 33-ისა“ და „მხატვრის სახლის“ ორგანიზებით მოეწყო და ერთგვარი მოსამზადებელი გამოფენაა მომავალი წლის „არტ ბაზელში“ მონაწილის შესარჩევად. „არტ ბაზელი“ ყოველწლიური პრესტიჟული ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ტექნიკით მომუშავე ახალგაზრდა მხატვრები იღებენ.

გამოფენა ბაზელში, თბილისის მერიის მხარდაჭერით 21 მარტს გაიხსნა და ორ კვირას გაგრძელდება.

მსგავსი