სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ნიუ იორკში, საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში, 13-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სტენდი გამოფენაზე წელს მესამედ იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ყოველწლიურად 29,000-ზე მეტი პროფესიონალი შემსყიდველი და 2,400-ზე მეტი მონაწილე ესწრება 56 ქვეყნიდან. ქართულმა დელეგაციამ გამოფენის სტუმრებს მრავალფეროვანი პროდუქტი შესთავაზა, მათ შორის: კაკლოვანი კულტურა, ხილის და ბოსტნეულის წვენები, სუნელები და სანელებლები, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი, დაფნა და სხვა.