ქართველი მედიკოსები გლობალურ მისიებში
სტატუსი, რომელსაც ქართული ჯანდაცვის სისტემა ხუთი წელი ელოდებოდა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის გუნდმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების გადამზადებულ თანამშრომლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეეძლებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა. საუბარია, მათ შორის, სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულთა დახმარებაზე და სტიქიის ეპიცენტრში მუშაობაზე. ჯანმო-ს შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატის მიღებას წინ საკმაოდ რთული ეტაპები და პროცედურები უძღოდა – მსგავსი აღიარების მოპოვებას არაერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილება სჭირდება.