მადლობა და სპეციალური ჯილდო თურქეთში, სტიქიის ზონაში მომუშავე ქართველ მაშველებს.
იმ სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც თებერვალში, მეზობელ ქვეყანაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღიდან ჩაერთო, დღეს ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში დააჯილდოვეს. საქართველოდან წასული 200-მდე მაშველი 18 დღის განმავლობაში სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად განადგურებულ რეგიონებში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში მათ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი რამდენიმე მოქალაქე გადაარჩინეს.
დამანგრეველი მიწისძვრა, რომელმაც 50 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა, 6 თებერვალს მოხდა.