„ქართველი კომპოზიტორი ქალები“ პორტალის პრეზენტაცია

კონსერვატორიის მუზეუმში ვებ-პორტალის „ქართველი კომპოზიტორი ქალები“ პრეზენტაცია გაიმართა. ცოცხალი შესრულებით გაჟღერდა ქალ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ვებ-პორტალზე, რომლის მიზანიც ქართველი კომპოზიტორი ქალების შემოქმედების პოპულარიზაციაა, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კადრებია წარმოდგენილი, მათ შორის რჩეულ ნაწარმოებთა სანოტო ციფრული და ელექტრონულად ჟღერადი მუსიკალური მასალა.