ქართველი კალიგრაფის გამოფენა

ქართველი კალიგრაფის უნიკალურ ნამუშევრებს გერმანიის შემდეგ ბულგარეთშიც გაეცნობიან.

გიორგი სისაური გამოფენას ამჯერად სოფიას ერთ-ერთ ცნობილ გალერეაში მოაწყობს. საექსპოზიციო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქართული ანბანი, რომელიც ავტორს ბიბლიური თემატიკით აქვს გაფორმებული. კალიგრაფიის ქართველ ოსტატს მსოფლიოს უკვე არაერთ ქვეყანაში იცნობენ. მისმა გრაფიკულმა ნამუშევრებმა მუზეუმებთან ერთად ცნობილი სამოდელო სახლების ყურადღებაც მიიქცია.