უთანასწორო ბრძოლები თბილისის მისადგომებთან და გმირობის არაერთი მაგალითი – კოჯორსა და ტაბახმელაში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გამართული ბრძოლები რუსეთის მე-11 არმიის შემოჭრას და ქვეყნის ოკუპაციას უძღოდა წინ.
შეტაკებების და ბრძოლის გმირებად სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები იქცნენ. ისტორიამ იუნკერების გმირობის არაერთი ამბავი შემოინახა. მათ გვარდიასთან ერთად მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. სამხედრო სკოლის კურსანტთა უმეტესობა დაიღუპა. დღეს ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, გმირ იუნკრებს და მათ თავგანწირვას იხსენებს.