ქართველი იუნკერების ხსოვნის დღე

21:55, 23.02.2026

„თბილისის დამცველთა დღე“ – ამ სახელწოდების ტრადიცული ღონისძიებით მიაგო პატივი იუნკერთა ხსოვნას გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა. ლეგიონის წევრები თავდაპირველად ტაბახმელას სტადიონთან შეიკრიბნენ. მოეწყო ფეხით მსვლელობა იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილამდე. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია მსვლელობაში მონაწილეობენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, ლექცია ჩატარდა.მოეწყო გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იყო ბრძოლის ველის არქეოლოგიური შესწავლის შედეგად ამოღებული არტეფაქტები. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნომერ მეოთხე სანგართან სასულიერო პირებმა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

მსგავსი