ქართველი გადამზიდავების პრობლემა ირანში

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საზღვარზე გაჩერებული სატვირთო ავტომობილების გატარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. სატვირთოების ნაწილმა, რომლებსაც ქართველი მძღოლები მართავენ, საზღვარი უკვე გადმოკვეთა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებიდან მოაწოდეს. მძღოლებმა პრობლემის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს.