ქართველი ძიუდოისტების წარმატება სარაევოში

12:33, 19.07.2026

სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში გიორგი სარდალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 23 წლის ქართველმა ფინალში გერმანელ მეტოქეს სძლია. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თორნიკე მოსიაშვილმა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სერბი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ჩემპიონატზე საქართველო ოთხი ძიუდოისტით გამოდის. დღეს ირაკლი ბეროშვილი და ლუკა მაისურაძე იჭიდავებენ.

მსგავსი