ოთხი მედალი და ევროპის ორი ჩემპიონი – მონტენეგროში გამართული ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.
ფინალში იტალიის ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირება საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა – შერეულ გუნდურ შეჯიბრში ქართველმა სპორტსმენებმა უკვე მესამედ პირველობა არავის დაუთმეს. წარმატებული იყო ინდივიდუალური ასპარეზობებიც – გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლის მედლები მიიღეს.