ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც მონტენეგროში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო, სამშობლოში გამთენიისას დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენებს გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს. ოთხი მედალი და ევროპის ორი ჩემპიონი: მონტენეგროში გამართული ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალში იტალიის ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირება საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა – შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ქართველმა სპორტსმენებმა უკვე მესამედ, პირველობა არავის დაუთმეს. წარმატებული იყო ინდივიდუალური ასპარეზობებიც – გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლის მედლები მიიღეს.