სულ ცოტა დრო რჩება პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე – საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე მასშტაბურ სპორტულ მოვლენას სრულად წარმოგიდგენთ. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე კი ჩვენს ეთერში ქართველ ოლიმპიელებზე სპეციალურ რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ.
ამჯერად ჩვენი ჟურნალისტები მერაბ მამულაშვილი და გიორგი ოსაძე ბაკურიანში ჩავიდნენ, სადაც ძალოსნობის ნაკრების წევრები დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გადიან.