ქართველი დიპლომატი უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს

15:15, 08.06.2025

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. საზეიმო ღონისძიებაზე მან დამსწრეებს სიტყვით მიმართა და აშშ-სთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის საქმეში კონსულთა საზოგადოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. უცხოელ კონსულთა საზოგადოება ნიუ-იორკში 1925 წელს დაარსდა და დაფუძნებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასოციაცია 100-ზე მეტ საკონსულო დაწესებულებას აერთიანებს.

მსგავსი