ქართველები კარანტინის ზონაში

საქართველოს არცერთ მოქალაქეს, უხანსა თუ ჩინეთის სხვა რეგიონებში, ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ელჩმა განაცხადა. დიპლომატი ამბობს, რომ ამჟამად ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის აუცილებლობა არ არის.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკება, რათა საჭიროების შემთხვევაში, ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეების გადაყვანა მოხდეს. თუმცა, ელჩი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი.