საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ქალაქ უხანიდან დილით განხორცილდა, თურქეთში, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში ჩავა. ისინი ჩინეთიდან გამთენიისას სამხედრო თვითმფრინავით წაიყვანეს.
ვრცელდება ვიდეომასალა, უსაფრთხოების რა ზომებია მიღებული საჰაერო ხომალდზე, რომელითაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები გადაჰყავთ. მათ თურქეთის რესპუბლიკაში სამხედრო ბაზაზე ჩაიყვანენ, სადაც ისინი ორკვრიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროის მონაცემებით, არც ერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს.
გაწეული დახმარებისათვის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს მადლობას უხდის. ამის შესახებ დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. ქვეყნის პირველი ჩინეთსაც მიმართავს და კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს. გვსურს, ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო მის გვერდზე დგას და გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ შეჩერდეს სასიკვდილო ვირუსის გავრცელება, – წერს ზალკალიანი.
რაც შეეხება უხანში დარჩენილ საქართველოს კიდევ ოთხ მოქალაქეს, მათგან ერთი ქალაქის დატოვებაზე უარს ამბობს. დანარჩენებს კი, მათი საბოლოო თანხმობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, დღის განმვლობაში, საფრანგეთში გადაიყვანენ.