ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა

„ქალი გაზაფხულის ექსპრესია“- ამ სახელწოდებით, აჭარის ხელოვნების მუზეუმში ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია აჭარასა და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქალ მხატვართა ნამუშევრებს აერთიანებს. მოწვეული მხატვრები გამოფენის პერიოდში ჩაატარებენ მასტერკლასებს ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრებისთვის და მათ თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ექსპოზიცია 2026-2028 წლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.