საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე და საერთაშორისო ოლიმპიური დღის, 23 ივნისის დაწესების 70 წლისთავი – ეს ორი თარიღი აერთიანებს ქართველ ოლიმპიელთა დიდ ფორუმს, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ეწყობა.
ფორუმი რუსთაველის თეატრში იმართება და მას ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელები და ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები ესწრებიან.
ცერემონიაზე იმყოფებიან საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.