ქართველ მეზღვაურთა სერთიფიკატების საერთაშორისო აღიარება

21:47, 10.10.2025

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სერტიფიკატს უკვე ევროკავშირის 20 ქვეყანა აღიარებს. რიგით მეოცე ლუქსემბურგია, რომელმაც მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი ქართული დოკუმენტი ცნო. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მოლოდინია, რომ მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე, ქართველ მეზღვაურებზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ქართულ სერტიფიკატს კიდევ 55 ქვეყანა აღიარებს.

მსგავსი