„ქართუს“ განცხადება

განცხადებას ავრცელებს ფონდი „ქართუ“.

საქველმოქმედო ორგანიზაცია რამდენიმე ტელეკომპანიის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ წინააღმდეგ შავი პიარის კამპანიის წარმოებაზე ამახვილებს ყურადღებას. განცხადების მიხედვით ეს შეტევა კოორდინირებულია და მოქალაქეებში უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, თითქოს ფონდის საქმიანობა ბოროტებაა. განცხადების მიხედვით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია ეხება იმ უძრავ ქონებას, რომელიც ფონდმა სხვა კერძო მესაკუთრეებზე გაასხვისა, მიღებული თანხა კი ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს.