ქართულმა რაგბმა 2024 წლის საანგარიშო ყრილობაზე წარმატებული წელი შეაფასა.
კლუბების წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებს, რომელმაც 2022 წლიდან დღემდე T 1-ის ქვეყნებთან სამი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (იტალიასთან, უელსთან და იაპონიასთან) და სარაგბო გრანდებს თამაშის ხარისხით მაქსიმალურად დაუახლოვდა. თავის მხრივ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა კლუბებს, რომელთა ჩართულობის გარეშე „ბორჯღალოსნებს“ აღნიშნული წარმატება ვერ ექნებოდა.