„ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონში მერობის კანდიდატი წარადგინა

ზესტაფონში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინეს.

მერობის კანდიდატი მოსახლეობას დავით სერგეენკომ და არჩილ თალაკვაძემ წარუდგინეს. წარდგენა მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის სანაპიროზე, საკათედრო ტაძრის მიმდებარედ გაიმართა.

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.