კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა. მათ შორის არიან, როგორც ძველი, ისე ახალი სახეები. კალაძემ დედაქალაქის პრობლემების მოგვარებისა და მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მიმართულებით მაჟორიტარების როლზე ისაუბრა და გაწეული საქმიანობისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მომავალში უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს საკრებულოში პროფესიონალების გუნდი სჭირდება.
შეგახსენებთ, თავად კახა კალაძე მესამე ვადით თბილისის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად 31 ივლისს წარადგინა.